saqarTvelos mdinareebi - larakvakva
ტერიტორიული ერთეულები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
სათავე | კოდორის ქედის სამხრეთი კალთა |
სიგრძე | 17 კმ |
აუზის ფართობი | 86.2 კმ² |
მდინარე ოჩამჩირისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში, ენგურის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2185 მ. სიგრძე 17 კმ. აუზის ფართობი 86,2 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 4,37 მ3/წმ.